ლაღიძის წყლები
  • მთავარი
  • შესახებ
  • მემკვიდრეობა
  • პროდუქცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ka
  • en
  • ru
 
ლაღიძის წყლები
  • მთავარი
  • შესახებ
  • მემკვიდრეობა
  • პროდუქცია
  • სიახლეები
  • კონტაქტი
  • ka
  • en
  • ru
 

ლაღიძის წყლები

მიტროფანე ლაღიძესგან 1887 წლიდან

 
მიტროფანე ლაღიძე

მიტროფანე ლაღიძე

 

მიტროფანე ლაღიძე

1869 — 1960

საქართველოში და არამარტო საქართველოში, საქვეყნოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ლაღიძის წყლების შემქმნელი, მეცენატი და საზოგადო მოღვაწე მიტროფანე ლაღიძე დაიბადა 1869 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში,  აზნაურის, ერმალო ლაღიძისა და გულჩინა  უგრეხელიძის ოჯახში. 
ლაღიძის წყლების დაუვიწყარი და გამორჩეული გემო იქმნებოდა სკურპულოზურად საქართველოს რეგიონების მიხედვით შერჩეული ხილითა და ლაღიძის რეცეპტის ზუსტი დაცვით, ამ ყველაფერს დიდი ყურადღებას აქცევდა მიტროფანე და თავადვე მკაცრად აკონტროლებდა. 

 
 

მემკვიდრეობა

1883
 
“ლაღიძის წყლების” საუკუნოვანი გემო

“ლაღიძის წყლების” საუკუნოვანი გემო

14 წლის მიტროფანე მუშაობას იწყებს ქუთაისში, პოლონელი ფარმაცევტის აფთიაქში. თუმცა ახალგაზრდა ლაღიძემ არ ისურვა ფარმაცევტობა და სწორედ აქ იწყება საქვეყნოდ ცნობილი ლიმონათის, ლაღიძის წყლების ისტორია. მიტროფანე ლაღიძე დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და კარგად შეისწავლა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი, რომელიც ნატურალური ხილის გამოყენებაზე იყო დამყარებული.

“ლაღიძის წყლების” საუკუნოვანი გემო

 
1887
 
ლიმონათის უნიკალური რეცეპტი

ლიმონათის უნიკალური რეცეპტი

მიტროფანემ შექმნა ლიმონათის უნიკალური რეცეპტი, რომელიც მხოლოდ ნატურალურ პროდუქტების გამოყენებაზე იყო დაფუძნებული.

ლიმონათის უნიკალური რეცეპტი

 
1900
 
სასაქონლო ნიშანი და ეტიკეტი

სასაქონლო ნიშანი და ეტიკეტი

მიტროფანე ლაღიძის დაკვეთით, გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა, გიგო ზაზიაშვილმა შექმნა სასაქონლო ნიშანი და ეტიკეტი, რომელიც ქუთაისისა და თბილისის ქარხნებისთვის იყო დამზადებული. 1900 წელს მიტროფანე ლაღიძემ დამოუკიდებლად ააშენა ლიმონათის ქარხანა და დაიწყო ნატურალური ლიმონათების წარმოება, რომელმაც გაითქვა სახელი მთელს დასავლეთ საქართველოში. სწორედ ქუთაისში გახსნილ ლაღიძის წყლებს უძღვნა აკაკიმ ექსპრომტად ასეთი ლექსი: „სასმელების მეტოქე ვარ ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა- ხილეულთა ესენცია - მიტროფანე ლაღიძისა. გემოცა მაქვს, სუნიცა მაქვს, გთხოვთ ორივე გამისინჯოთ, თორემ ისე რად მინდიხართ მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ.“

სასაქონლო ნიშანი და ეტიკეტი

 
1902
 
ლაღიძე მიემგზავრება გერმანიასა და საფრანგეთში

ლაღიძე მიემგზავრება გერმანიასა და საფრანგეთში

მიტროფანე ლაღიძე მიემგზავრება გერმანიასა და საფრანგეთში სადაც შეისწავლა უალკოჰოლო სასმელების წარმოების ახალი მეთოდები და ტექნოლოგია. დაბრუნებულმა, მან პირველმა შემოიტანა ქუთაისში მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის დასამზადებლად, რომელიც ქუთაისის გარდა სხვა ქალაქებსაც ამარაგებდა. მიტროფანეს შუშის ბოთლები საფრანგეთიდან შემოქონდა და საკუთარი ბრენდისთვის ეტიკეტებსაც იქ ბეჭდავდა, რომელზეც ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა იყო გამოსახული. ეტიკეტზე შემდეგი წარწერა იკითხებოდა: „მოითხოვე ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. ერიდე სიყალბეს.“ ლაღიძის წყლის გამყიდვლები კი ასე უხმობდნენ კლიენტებს, გაგრილების მსურველებს: „გინდა იყო ლამაზი? დალიე ლაღიძის წყალი!“

ლაღიძე მიემგზავრება გერმანიასა და საფრანგეთში

 
1904
 
პირველი ელექტროსადგური ქუთაისში

პირველი ელექტროსადგური ქუთაისში

მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში ააშენა პირველი ელექტროსადგური, რომლითაც მთელი ქუთაისი გაანათა, ასევე დანერგა ბარიტის წარმოება

პირველი ელექტროსადგური ქუთაისში

 
1906
 
თბილისში იხსნება

თბილისში იხსნება

თბილისში, მიტროფანე ლაღიძე აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) ხსნის ლაღიძის წყლების საფირმო მაღაზიას, რომელიც მალევე იქცა ქალაქის სავიზიტო ბარათად და 2007 წლამდე, ობიექტის გასხვისებამდე იმუშავა. ლაღიძის წყლები საჩუქრად მიქონდათ თბილისში სტუმრად ჩამოსულ ვაჭრებსა თუ მოგზაურებს, განსაკუთრებით პოპულარული იყო ასეთი საჩუქრის „ფეშქაშად“ გაგზავნა ირანის დიდებულებისა და წარჩინებულ პირთათვის.

თბილისში იხსნება

 
1913
 
ოქროსა და ვერცხლის მედლები

ოქროსა და ვერცხლის მედლები

ლაღიძის წყლებს არაერთხელ დაუმსახურებია მაღალი შეფასება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო 1913 წელს პეტერბურგის გამოფენაზე ორი ოქროსა და ვერცხლის მედალი აიღო ხილეული წყლების საუკეთესო ღირსებისა და ხარისხისთვის.

ოქროსა და ვერცხლის მედლები

 
1914
 
მორიგი წარმატება ვენაში

მორიგი წარმატება ვენაში

ვენაში, სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ლაღიძის წყლები კვლავ ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი ხდება.

მორიგი წარმატება ვენაში

 
1921
 
რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ლაღიძის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ლაღიძის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ლაღიძის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, რის შემდეგაც მიტროფანემ საწარმო საკუთარი სახლის სარდაფში მოაწყო, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, მას ამ სარდაფის დაცლა მოუწია, ვინაიდან იქ ხალხი უნდა შეესახლებინათ. ამის შემდგომ, მიტროფანემ იცოდა რა, რომ ბოლშევიკები სარდაფს არ დასჯერდებოდნენ, თავადვე გადასცა საფირმო მაღაზია მათ საკუთრებაში, თუმცა მართვა კვლავ მიტროფანეს დაავალეს და შესაბამისად ლაღიძის წყლები კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა ფუნქციონირებას. მეცენატი მიტროფანე ლაღიძე, თავის სტამბაში ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს ბეჭდავდა, აქ დაიბეჭდა: ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ და სხვა მრავალი წიგნი.

რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ლაღიძის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

 
1926
 
ქარხანა კლარა ცეტკინის ქუჩაზე

ქარხანა კლარა ცეტკინის ქუჩაზე

მთავრობამ მიტროფანე ლაღიძეს კლარა ცეტკინის ქუჩაზე №150 (დღევანდელი წინამძღვრიშვილის ქუჩა №150) მდებარე ქარხანის შენობა და ტერიტორია გადასცა.

ქარხანა კლარა ცეტკინის ქუჩაზე

 
1934
 
ნახშირორჟანგის გაზის წარმოება

ნახშირორჟანგის გაზის წარმოება

მიტროფანემ კლარა ცეტკინის ქუჩაზე მდებარე ლაღიძის ქარხნის ტერიტორიაზე ააშენა ნახშირმჟავა აირის, ქარხანა სადაც პირველად აითვისეს ნახშირორჟანგის გაზის წარმოება.

ნახშირორჟანგის გაზის წარმოება

 
1945
 
ლაღიძის პოპულარობა 1943-1945 წლებში

ლაღიძის პოპულარობა 1943-1945 წლებში

იმდენად დიდი იყო ლაღიძის პოპულარობა და სახელი, რომ 1943 წლის თეირანისა და 1945 წლის იალტის კონფერენციებზე მონაწილეებისათვის მოწყობილ ვახშმებზე, ლაღიძის წყლებით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს.

ლაღიძის პოპულარობა 1943-1945 წლებში

 
1950
 
მიტროფანე ლაღიძე „გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად ინიშნება

მიტროფანე ლაღიძე „გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად ინიშნება

ლაღიძე ინიშნება ქ. მოსკოვში სსრ კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროს „გლავფრუქტოვოდის“ მთავარ კონსულტანტად, მას თვალყური უნდა ედევნებინა ქვეყნის მასშტაბით უალკოჰოლო სასმელების ხარისხისთვის მაშინდელი გამოცემა „კომუნისტი“ წერს: „საქართველოს ლუდ-ლიმონათის ტრესტი გამოსაშვებად ამზადებს ახალ სასმელს „ლიმონათს“ მ.ლაღიძის რეცეპტის მიხედვით. ეს ახალი მასობრივი სასმელი დაიკავებს საბჭოთა კავშირის უალკოჰოლო სასმელების სამრეწველო პროდუქციათა 40 პროცენტს.“

მიტროფანე ლაღიძე „გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად ინიშნება

 
1952
 
ამერიკის პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის და სტალინის თავგადასავალი

ამერიკის პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის და სტალინის თავგადასავალი

ამერიკის პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს სტალინისთვის 1000 ბოთლი “კოკა კოლა” გამოუგზავნია საჩუქრად. სტალინმა გადაწყვიტა კოკაკოლაზე უკეთესი გაზირებული წყლები გაეგზავნა საპასუხოდ, ამიტომ 83 წლის ლაღიძე მოსკოვში გამოიძახეს ახალი გემოს შესაქმნელად. ლაღიძის ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ ტრუმენი ლაღიძის წყლების შტატებში იმპორტირებას ითხოვდა.

ამერიკის პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის და სტალინის თავგადასავალი

 
1960
 
1960 წელს  91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიტროფანე ლაღიძე

1960 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიტროფანე ლაღიძე

1960 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიტროფანე ლაღიძე, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ლაღიძის ქარხანაში მისი შვილიშვილი, თორნიკე ლაღიძე იწყებს მოღვაწეობას, რომელმაც თავდაპირველად მუშაობა რიგით თანამშრომლად დაიწყო და შემდეგ უკვე როგორც დირექტორი, სათავეში ჩაუდგა ქარხანას.

1960 წელს  91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიტროფანე ლაღიძე

 
1991
 
ლაღიძის წყლები სხვადასხვა გამოფენაზე

ლაღიძის წყლები სხვადასხვა გამოფენაზე

1991 წლამდე, ლაღიძის წყლები ღებულობდა მონაწილეობას მსოფლიოს ყველა სურსათის გამოფენაზე.

ლაღიძის წყლები სხვადასხვა გამოფენაზე

 
2013
 
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიხსნა კაფე „ლაღიძის წყლები“

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიხსნა კაფე „ლაღიძის წყლები“

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაღიძის წყლებს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამავე წელს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიხსნა კაფე „ლაღიძის წყლები“ დღემდე მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები აგრძელებენ მუშაობას და ინახავენ „ლაღიძის წყლების“ საიდუმლოს

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიხსნა კაფე „ლაღიძის წყლები“

 
 

პროდუქცია

  • სიროფი
  • ლიმონათი
  • ყველა
 
  • ლიმონი
  • ტარხუნა
  • მსხალი
ლიმონი

ლიმონი

სიროფი „ლიმონი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ლიმონის ნაყენი. კალორიულობა:242-246 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ტარხუნა

ტარხუნა

სიროფი „ტარხუნა“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ტარხუნის ნაყენი. კალორიულობა:242-243 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

მსხალი

მსხალი

სიროფი „მსხალი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ხილის ნაყენები და ზეთები. კალორიულობა:243-244 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ყავის გროგი

ყავის გროგი

მცირეალკოჰოლიანი სიროფი „ყავის გროგი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ნატურალური მარცვლოვანი ყავა, არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს.

ვაშლის გროგი

ვაშლის გროგი

მცირეალკოჰოლიანი სიროფი „ვაშლის გროგი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, ლიმონის სიმჟავე, შაქარი, ნატურალური ვაშლის წვენი, ვაშლის და არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს

ალუბლის გროგი

ალუბლის გროგი

მცირეალკოჰოლიანი სიროფი „ალუბლის გროგი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, ლიმონის სიმჟავე, შაქარი, ნატურალური ალუბლის წვენი, არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს.

გლინტვეინი

გლინტვეინი

მცირეალკოჰოლიანი სიროფი „გლინტვეინი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, ლიმონის სიმჟავე, შაქარი, ნატურალური წითელი ღვინო, ნატურალური ხილის და არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს.

კრემ-სოდა

კრემ-სოდა

სიროფი „კრემ-სოდა“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ხილის ნაყენები და კრემის არომატიზატორი. კალორიულობა:243-244 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

საამო

საამო

მცირე ალკოჰოლიანი სიროფი „საამო“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური წითელი ღვინო, ნატურალური ხილის ნაყენები, სპირტი, კონიაკი. კალორიულობა:244-245 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

თბილისი

თბილისი

მცირე ალკოჰოლიანი სიროფი „თბილისი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური თეთრი ღვინო, ნატურალური ხილის ნაყენები, სპირტი, კონიაკი. კალორიულობა:248-249 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

სიტრო

სიტრო

სიროფი „სიტრო“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ციტრუსების ნაყენები. კალორიულობა:242-246 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

კომში

კომში

სიროფი „კომში“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური კომშის წვენი და ნაყენი. კალორიულობა:248-249 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

პიტნა

პიტნა

სიროფი „პიტნა“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური პიტნის ნაყენი. კალორიულობა:242-243 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ფორთოხალი

ფორთოხალი

სიროფი „ფორთოხალი“ შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ფორთოხლის ნაყენი. კალორიულობა:242-246 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ისინდი

ისინდი

სიროფი „ისინდი“ ქიმიის გარეშე სიროფი შექმნილია სსრკ-ის ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით, 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადისთვის. შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური დაფნის და ვაშლის ნაყენები. კალორიულობა:243-244 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ალუბალი

ალუბალი

სიროფი „ალუბალი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ალუბლის წვენი. კალორიულობა:254-255 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ფეიხოა

ფეიხოა

სიროფი „ფეოხოა“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ფეიხოიას ნაყენი. კალორიულობა:242-243 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ვაშლი

ვაშლი

სიროფი „ვაშლი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ვაშლის წვენი და ნაყენი. კალორიულობა:243-244 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

კახური

კახური

სიროფი „კახური“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური წითელი ღვინო, ნატურალური ხილის და არომატული ნივთიერებების ნეყენები. კალორიულობა:246-247 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ნაღები

ნაღები

სიროფი „ნეღები“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, რძე, კვერცხი, ნატურალური ციტრუსის ნაყენი. კალორიულობა:248-249 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

ყავა

ყავა

სიროფი „ყავა“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ყავის მარცვლები, ნატურალური არომატული ნივთიერებების ნაყენები. კალორიულობა:248-249 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

შოკოლადი

შოკოლადი

სიროფი „შოკოლადი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, რძე, კაკაო, შავი შოკოლადი. კალორიულობა:248-249 კკლ/100 მლ განზავება: სიროფი წყალთან 1:6.

  • ლიმონი
  • ტარხუნა
  • მსხალი
ლიმონი

ლიმონი

ლიმონათი „ლიმონი“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ლიმონის ნაყენი, CO2 , კალორიულობა 48 კკალ/100 მლ.

ტარხუნა

ტარხუნა

ლიმონათი „ტარხუნა“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ტარხუნის ნაყენი, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

მსხალი

მსხალი

ლიმონათი „მსხალი“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ხილის ნაყენები და ზეთები, CO2 , კალორიულობა 48 კკალ/100 მლ.

კრემ-სოდა

კრემ-სოდა

ლიმონათი „კრემ-სოდა“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ხილის ნაყენები და კრემის არომატიზატორი, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

სიტრო

სიტრო

ლიმონათი „სიტრო“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ციტრუსების ნაყენები, CO2 , კალორიულობა 48 კკალ/100 მლ.

პიტნა

პიტნა

ლიმონათი „პიტნა“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური პიტნის ნაყენი და პიტნის ზეთი, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

ფორთოხალი

ფორთოხალი

ლიმონათი „ფორთოხალი“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ფორთოხლის ნაყენი, CO2 , კალორიულობა 48 კკალ/100 მლ.

ისინდი

ისინდი

ლიმონათი „ისინდი“ სასმელი ქიმიის გარეშე სასმელი შექმნილია სსრკ-ის ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით, 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადისთვის. შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური დაფნის და ვაშლის ნაყენები, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

ალუბალი

ალუბალი

ლიმონათი „ალუბალი“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ალუბლის წვენი, CO2 , კალორიულობა 48 კკალ/100 მლ.

ფეიხოა

ფეიხოა

ლიმონათი „ფეიხოა“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ფეიხოიას ნაყენი, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

კახური

კახური

ლიმონათი „კახური“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური წითელი ღვინო, ნატურალური ხილის და არომატული ნივთიერებების ნაყენები, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

ყავა

ყავა

ლიმონათი „ყავა“ სასმელი ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ლიმონის სიმჟავე, ნატურალური ყავის მარცვლები, ნატურალური არომატული ნივთიერებების ნაყენები, CO2 , კალორიულობა 44 კკალ/100 მლ.

 

სიროფი

  • ლიმონი
  • ტარხუნა
  • მსხალი
  • ყავის გროგი
  • ვაშლის გროგი
  • ალუბლის გროგი
  • გლინტვეინი
  • კრემ-სოდა
  • საამო
  • თბილისი
  • სიტრო
  • კომში
  • პიტნა
  • ფორთოხალი
  • ისინდი
  • ალუბალი
  • ფეიხოა
  • ვაშლი
  • კახური
  • ნაღები
  • ყავა
  • შოკოლადი

ლიმონათი

  • ლიმონი
  • ტარხუნა
  • მსხალი
  • კრემ-სოდა
  • სიტრო
  • პიტნა
  • ფორთოხალი
  • ისინდი
  • ალუბალი
  • ფეიხოა
  • კახური
  • ყავა
 
 

სიახლეები

აღდგენილი საუკუნოვანი გემო

აღდგენილი საუკუნოვანი გემო

"ლაღიძის წყლები"-ს ზრდასრულ მოყვარულებს კომპანიამ დაუვიწყარი და საკმაოდ საინტერესო სიახლე მოუმზადა. ტრადიციული, სეზონზე მორგებული და თავად მიტროფანე ლაღიძის მიერ შექმნილი უნიკალური რეცეპტურის, ტრადიციების უმკაცრესი დაცვით დამზადებული. “ლაღიძის წყლები” წარმოგიდგენთ, ცხელ, დაბალ ალკოჰოლიან სასმელებს: გლინტვეინი, ყავის, ალუბლისა და ვაშლის გროგი. დააგემოვნეთ გემო, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს! “ლაღიძის წყალები”, მოითხოვეთ ყველგან!

გლინტვეინი ლაღიძის წყლებისგან

გლინტვეინი ლაღიძის წყლებისგან

სიახლე მიტროფანე ლაღიძის ახალი აღდგენილი საუკუნოვანი რეცეპტურები ცხელი სასმელები მცირეალკოჰოლიანი სიროფი „გლინტვეინი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, ლიმონის სიმჟავე, შაქარი, ნატურალური წითელი ღვინო, ნატურალური ხილის და არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს.

გროგი ლაღიძის წყლებისგან

გროგი ლაღიძის წყლებისგან

მცირეალკოჰოლიანი სიროფი „ალუბლის გროგი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, ლიმონის სიმჟავე, შაქარი, ნატურალური ალუბლის წვენი, არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს. მცირეალკოჰოლიანი სიროფი „ვაშლის გროგი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, ლიმონის სიმჟავე, შაქარი, ნატურალური ვაშლის წვენი, ვაშლის და არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს. მცირეალკოჰოლიანი სიროფი „ყავის გროგი“ ქიმიის გარეშე შემადგენლობა: გაფილტრული წყალი, შაქარი, ნატურალური მარცვლოვანი ყავა, არომატული ნივთიერებების ნაყენები, კონიაკი. კალორიულობა: 120-140 კკალ/100 მლ. სიროფი ზავდება ცხელ 600 წყალში 1:6 და ცხელ მდგომარეობაში მიეწოდება მომხმარებელს.

 
 

კონტაქტი

 

მოგვწერეთ შეტყობინება

თქვენი წერილი წამატებით გაიგზავნა
 
მ.წინამძღვრიშვილის №150 +995 032 2954463
 
მოგვწერეთ